
04ივნ,2024
ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისათვის
ცხადდება საბუთების მიღება ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
დაფინანსება:
- სწავლის საფასური
- ცხოვრება ლუბლინში ერთი სემესტრის განმავლობაში
დანარჩენი ხარჯები (მგზავრობა, დაზღვევა და ლუბლინში ცხოვრების ყოველდღიური ხარჯები) უნდა დაფაროს აპლიკანტმა.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ კურსებს გაეცანით ბმულზე:
საჭირო დოკუმენტაცია
- მოკლე ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე (CV)
- სამოტივაციო წერილი
- სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი
გთხოვთ გადმოაგზავნოთ საჭირო დოკუმენტაცია ელ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ივნისისა.
სათაურის ველში მიუთითეთ exchange program KUL
უცხო ენის დონის განსაზღვრა მოხდება ადგილზე, საბაუნის უცხო ენათა ცენტრის მიერ (ინფორმაციას ტესტირების შესახებ მიიღებთ მეილზე საბუთების გადმოგზავნის შემდეგ)
მნიშვნელოვანი თარიღები:
15 ივნისი - საბუთების მიღება
18 ივნისი - ტესტირება ინგლისურ ენაში
19 ივნისი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, +995 32 242 22 42/115 ; მობ.: 577 34 77 13, 408 ოთახი (მე-4 სართული)