
15სექ,2020
ინფორმაცია საბაუნის სტუდენტებისთვის სწავლის დისტანციურად დაწყების შესახებ
გაცნობებთ, რომ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ზედმიწევნით შეასრულა შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული რეკომენდაციები და წარმატებით გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება, რის საფუძველზეც მიიღო თანხმობა სასწავლო პროცესის უნივერსიტეტში განხორციელების შესახებ. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 11 სექტემბრის ბრძანების თანახმად, 1 ოქტომბრამდე აიკრძალა არადისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის წარმართვა, თბილისში არსებულ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შესაბამისად, მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა, სწავლა დაგვეწყო არადისტანციურად, იძულებულები ვართ, 21 სექტემბრიდან - 1 ოქტომბრამდე სწავლა დავიწყოთ დისტანციურად. დეტალურ ინფორმაციას ონლაინ სწავლასთან დაკავშირებით, მიიღებთ უახლოეს დღეებში. აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ უფლება გვექნება სწავლის აუდიტორულ რეჟიმში გაგრძელების, იმ შემთხვევაში თუ იმ პერიოდისთვის არ გვექნება რაიმე საკანონმდებლო წინააღმდეგობა.
გვინდა გაცნობოთ ასევე, რომ, 14 სექტემბრიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ საბაუნის ახალი ბაზით და თავად აირჩიოთ თქვენი პროგრამის შესაბამისი საგნები. პროგრამები შეგიძლიათ იხილოთ საბაუნის ვებგვერდზე და ასევე, ფაკულტეტებისგან მიიღოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია ამ სემესტრში, თქვენი პროგრამით გათვალისწინებული საგნების შესახებ. ახალ ბაზაზე შესვლისა და საგნების არჩევის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ ეტაპზე თქვენ არ გიწევთ ინგლისური ენისა და საუნივერსიტეტო საგნების არჩევა. აღნიშნული საგნების არჩევის შესაძლებლობა გექნებათ მოგვიანებით.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებსა და მეილებზე:
სასწავლო პროცესის მართვის სამსახური:
- ქეთევან პლაჭიაშვილი - k.platchiashvili@sabauni.edu.ge 592 10 70 01
- ქეთევან აფციაური - k.aptsiauri@sabauni.edu.ge 577630541
- გიორგი ლაფერაშვილი - g.laperashvili@sbauni.edu.ge 577630542
ჰუმანიტარულ და სოცილაურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე:
- ლია გელაშვილი - l.gelashvili@sabauni.edu.ge 568 92 69 84
სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე:
- სალომე ქარცივაძე - s.qartsivadze@sabauni.edu.ge
ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე:
- ლაშა მიქაძე - l.mikadze@sabauni.edu.ge 558 67 73 74
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ სასწავლო წელს!