
05დეკ,2019
ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, 2019 წლის 4 დეკემბერს, 2 სთზ,ე 212აუდიტორიაში, პერიოდში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის იწყებს ახალგაზრდა ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული საინფორმაციო პროექტის - „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ მორიგი ეტაპი განხორციელდა.
ტრადიციისამებრ, პროექტის ფარგლებში, სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა, საბაუნიში სტუდენტებისთვის (სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები) ჩაატარა 2 საათიან ტრენინგ-სემინარებს, რომლის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაციას შემდეგ ძირითად საკითხებზე:
- არჩევნების არსი და მის მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში;
- არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებები და პრინციპები;
- არჩევითი სახელმწიფო ორგანოები;
- არჩევნებში ჩართულ მხარეები და მათი როლი საარჩევნო პროცესში;
- აქტიურ მოქალაქეობასა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
სემინარის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
საბაუნი მადლობას უხდის ცესკოს სწავლების ცენტრის ადმინისტრაციას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის.