10მარ,2026
ინგლისური ენის ლექტორის აკადემიური მობილობა პალაცკის უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი, ნინო ლაცაბიძე Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით ჩეხეთში, ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ერთკვირიანი მობილობის განმავლობაში ნინო ლაცაბიძემ ლექციები ჩაატარა ხელოვნური ინტელექტისა და განათლებაში მისი გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. გარდა ლექციებისა ნინო ლაცაბიძე შეხვდა ჩეხ კოლეგას, რომელთანაც ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობაზე.
„ლექციების ჩატარების გარდა, მქონდა საინტერესო საუბარი ჩეხ კოლეგასთან, სადაც გამოვთქვით სურვილი სამომავლო თანამშრომლობაზე როგორც ერთობლივი კვლევითი პროექტის, ასევე პუბლიკაციების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ამ მობილობით ჩემი წვლილი შევიტანე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და პალაცკის უნივერსიტეტის თანამშრომლობაში, რომელიც სამომავლოდ კიდევ ერთ წარმატებულ ერთობლივ პროექტად მოგვევლინება - ნინო ლაცაბიძე“.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და პალაცკის უნივერსიტეტი წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობენ Erasmus+ KA171 პროექტების ფარგლებში პერსონალისა და სტუდენტების გაცვლის მიმართულებით.