25ნოე,2024
ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტები ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენციას დაესწრნენ
24 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც English Book Education-ისა და National Geographic Learning-ის ორგანიზებით English Teachers' Days-ის ფარგლებში გაიმართა.
კონფერენციას უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი და ტრენერი ალექს უორენი, რომელმაც მონაწილეებს ინგლისური ენის სწავლებისა და შესწავლის თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები გააცნო.განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში გამართულ გათამაშებაში გაიმარჯვა საბაუნის სტუდენტმა, ელნურ გაჯიევმა.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ National Geographic Learning-ის სერტიფიკატები.