19ოქტ,2021
IV საერთაშორისო კონფერენცია "სამართალი და გლობალური უსაფრთხოება"
14 ოქტომბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“. კონფერენცია უკვე მეოთხე წელია იმართება.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით წარდგნენ როგორც ქართველი პროფესორები და მკვლევრები, ისე უცხოელები კოლეგები ესპანეთისა და უნგრეთის უნივერსიტეტებიდან.
მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში 2022 წელს.