17დეკ,2021
Journal of Development Studies მეორე ნომრისთვის სტატიების მირება დაიწყო
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის განვითარების კვლევების ინსტიტუტი (IDS) აცხადებს სტატიების მიღებას ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის Journal of Development Studies მეორე ნომრისთვის (#2-2021).
ჟურნალის სამეცნიერო რედაქტორია პროფ. ნინო პაპაჩაშვილი.
სამეცნიერო კოლეგია დაკომპლექტებულია: აშშ-ს, გერმანიის, ბრიტანეთის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, მოლდოვასა და ბულგარეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებით.
სტატიები მიიღება განვითარების კვლევების აქტუალურ საკითხებზე როგორც ინტერდისციპლინური, ისე დარგობრივი მიმართულებებით. ნაშრომები შეიძლება იყოს თეორიული, ემპირიული ან მეთოდოლოგიური. ასევე, განიხილება ლიტერატურის კვლევები განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვან სფეროებში.
ფორმალური მოთხოვნების დარღვევით შესრულებული სტატიების მიღება არ განიხილება.
ნაშრომების მიღების წესი.
სტატიები მიიღება 25 დეკემბრამდე!
სტატია უნდა გაიგზავნოს მეილზე: ids@sabauni.edu.ge
Journal of Development Studies გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს.
განვითარების კვლევების ინსტიტუტი (Institute for Development Studies - IDS) საბაუნის კვლევითი ერთეულია. IDS მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს განვითარების კვლევების საქმეში და დაამყაროს აკადემიური კავშირები ეროვნულ და საერთშორისო დონეზე.
გაიგე მეტი განვითარების კვლევების ინსტიტუტის - IDS-ის შესახებ.