28იან,2026
ჟურნალ „დიალოგის“ ახალი ნომერი უკვე ხელმისაწვდომია
გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის, „დიალოგის“ მორიგი ნომერი [ტომ. 9, №18 (2025)], რომელიც დარგის აქტუალურ საკითხებსა და თანამედროვე კვლევებს ეძღვნება.
გამოცემა აერთიანებს ორიგინალურ კვლევებსა და მნიშვნელოვან თეოლოგიურ თარგმანებს. იგი ფასდაუდებელ რესურსს სთავაზობს როგორც დარგის ექსპერტებს, ისე სტუდენტებსა და მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხების მეცნიერული გააზრებით.
უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზანია ხარისხიანი სამეცნიერო პროდუქტის შექმნისა და გავრცელების მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ, ჟურნალში პუბლიკაცია ავტორთათვის სრულიად უფასოა. დაინტერესებულ მკითხველს ჟურნალის გაცნობა შეუძლია შემდეგ ბმულზე.
ჟურნალ „დიალოგს“ თეოლოგიური დისკურსის განვითარებაში მრავალწლიანი ღვაწლი მიუძღვის. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა მისი გამოცემა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და 2008 წლამდე იგი ქვეყანაში ამ მიმართულების ერთ-ერთ მთავარ პლატფორმას წარმოადგენდა. 2020 წლიდან ჟურნალმა განაახლა ფუნქციონირება და დღეს იგი უკვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი აკადემიური რეიტინგის მქონე პერიოდული გამოცემაა.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი მადლობას უხდის ავტორებსა და სარედაქციო კოლეგიას გაწეული მუშაობისთვის.