28თებ,2024
ჟურნალ ,,დიალოგის" სარედაქციო საბჭო აცხადებს სტატიების მიღებას
ჟურნალ ,,დიალოგის" სარედაქციო საბჭო აცხადებს სტატიების მიღებას ახალი #8 (2024) წლის ნომრისთვის.
სტატიების გადმოგზავნა შესაძლებელია, ქართულ, ინგლისურ, ბერძნულ, იტალიურ, პოლონურ. გერმანულ და ფრანგულ ენებზე
მასალების გადაგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 1-ელი მაისი.
რეცენზირების პერიოდი 1-ელი ივლისის ჩათვლით;
რეცენზირების შედეგების გათვალისწინებით სტატიების გადამუშავების ბოლო ვადა 1-ელი სექტემბერი.
საბოლოო დადასტურება სტატიის მიღების შესახებ - 30 სექტემბერი.
სტატიები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მაილზე: dialoguejournal@sabauni.edu.ge ან ატვირთოთ ჟურნალის პორტალზე.
რუბრიკაში სტატიების გადმოგზავნის უფლება აქვთ, როგორც დოქტორის ხარისხის მქონე პირებს, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, ასევე ზოგადად თეოლოგიისა და რელიგიის კვლევებით დაინტერესებულ პირებს.