01დეკ,2023
ჟურნალი "სამართლის მეთოდები" - სტატიების მიღება 2024
იწყება სტატიების მიღება სამეცნიერო ჟურნალ ,,სამართლის მეთოდების“ ახალი, 2024 წლის ნომრისთვის.
მასალების გადაგზავნის ბოლო ვადა არის 2024 წლის 01 აპრილი.
რეცენზირების პერიოდი 01 ივნისის ჩათვლით; რეცენზირების შედეგების გათვალისწინებით სტატიების გადამუშავების ბოლო ვადა 01 სექტემბერი. ჟურნალი გამოიცემა 2024 წლის ოქტომბერში.
ყველა შემომავალი სტატია ექვემდებარება ორმაგი რეცენზირების პროცესს და იბეჭდება ორი დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში.
ჟურნალში გამოქვეყნების უფლება აქვს მხოლოდ დოქტორის ხარისხის მქონე პირს ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; მაგისტრებს მხოლოდ თანაავტორობის უფლება ენიჭებათ.
სტატიების მიღებისა და გამოქვეყნების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ჟურნალის ვებ გვერდი.