
07მარ,2025
კოიმბრას ჯგუფის წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სტიპენდია აკადემიური პერსონალისათვის
ცხადდება რეგისტრაცია კოიმბრა ჯგუფის წევრი უნივერსიტეტების მიერ მხარდაჭერილი კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით (შუაღამე ბრიუსელის დროით).
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პერსონალს შეუძლია განაცხადი გააკეთოს ალეექსანდრუ იან კუზას უნივერსიტეტში. (თუმცა შესაძლებელია სხვა უნივერსიტეტშიც სცადოს, თუმცა, განაცხადის დროს მხოლოდ ერთ უნივერსიტეტზე კეთდება განცხადება)
რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტია მიმღები უნივერსიტეტიდან მიღების წერილი. ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ იაშის უნივერსიტეტის წარმომადგენელს, იოანა სერაფინკონუს შემდეგ ელ.ფოსტაზე: ioana.serafinceanu@uaic.ro 2025 წლის 24 მარტამდე.
ხანგრძლივობა: 1 თვე
სტიპენდიის ოდენობა და მობილობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიმღებ უნივერსიტეტზე. იაშის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პირობებს გაეცანით აქ.
იაშის უნივერსიტეტში გადასაგზავნი დოკუმენტაცია:
- CV
- კვლევის გეგმა
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- ყველა დოკუმენტი წარდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე
- განაცხადი კეთდება მხოლოდ ერთი უნივერსიტეტისთვის
- აპლიკანტი უნდა იყოს დაბადებული 1990 წლის შემდეგ
ვრცლად ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.