
24ნოე,2023
კონფერენცია: "ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები"
მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები", რომელიც მიეძღვნა მშვიდობისა და საზოგადოების კეთილდღეობის საკითხებს.
კონფერენცია პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით ორი სექციისგან შედგებოდა, პირველი სექცია - საერთაშორისო პოლიტიკის, მეორე სექცია კი ფსიქოლოგიის მიმართულებას დაეთმო.
ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა თავიანთი კვლევის მიგნებები წარმოადგინეს და საერთაშორისო გამოცდილება გააზიარეს.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ პროფესორები საფრანგეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან და იორდანიიდან.