24დეკ,2018
კონფერენცია - თემაზე: კონფლიქტის ტრანსფორმაცია და სამშვიდობო პროცესები
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2018 წლის 24 დეკემბერს - ჩატარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და სამშვიდობო პროცესები“
კონფერენციაზე მონაწილეობდნენ როგორც საბაუნის ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ პოლიტიკის მეცნიერებების ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა:
- პოლიტიკური ძალადობა,
- ეთნიკური და სამოქალაქო კონფლიქტები;
- მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები და გადაჭრის ალტერნატიული გზების პოვნა და სხვ.
კონფერენციის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები რომლებიც სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.