
22ნოე,2015
კონფერენცია თემაზე „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საგადასახადო სისტემის გამოცდილება და პრობლემები ევროპულ საგადასახადო სისტემასთან მორგების კონტექსტში“
2015 წლის 19-21 ნოემბერს სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა ლუბლინის უნივერსიტეტში, სადაც 19-20 ნოემბერს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საგადასახადო სისტემის გამოცდილება და პრობლემები ევროპულ საგადასახადო სისტემასთან მორგების კონტექსტში“. კონფერენციის დასასრულს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ქსელის წევრმა უნივერსიტეტებმა ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სამართლის სფეროში თანამშრომლობას, ერთობლივ პროექტებსა და ღონისძიებებს. სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა უნივერსიტეტის რექტორმა, ბ–ნმა ვაჟა ვარდიძემ. სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გარდა მემორანდუმის ხელმომწერი უნივერსიტეტები არიან: ჩეხეთის, სლოვაკეთის , უნგრეთისა და პოლონეთის უნივერსიტეტები, რომლებსაც მალე შეუერთდებიან რუმინეთისა და ბალკანეთის ქვეყნების უნივერსიტეტები.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ქსელი 2014 წელს ჩამოყალიბდა. ქსელის წევრი უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტი დაფინანსდა ერასმუს+ ის გრანტით, რომლის ფარგლებში 2015-2016 წლის საგაზაფხულო სემესტრში ჩვენი უნივერსიტეტიდან ორი სტუდენტი გაემგზავრება ერთი სემესტრით ლუბლინის უნივერსიტეტში. ამავე სემესტრში თბილისში სტუმრად ჩამოვლენ მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლები.