
21ოქტ,2020
კონკურსი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
ცხადდება კონკურსი სამართლის ფაკულტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრების მიღებაზე.
მრჩეველთა საბჭო არის ფაკულტეტის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისგან და შეიმუშავებს სტრატეგიებსა და რეკომენდაციებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ წარმოადგინოთ :
- CV
- სამოტივაციო წერილი
- ფაკულტეტის განვითარების ხედვა
განაცხადები მიიღება 21 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: s.qartsivadze@sabauni.edu.ge
გასაუბრება ჩატარდება 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით
16 ნოემბერს გამოცხადდება შედეგები.
გისურვებთ წარმატებას