
25ივნ,2019
კრაკოველი კოლეგები საბაუნიში Erasmus+ პროგრამით
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა კრაკოვის იოანე პავლე მეორის სახელობის პონტიფიკური უნივერსიტეტის დელეგაციას საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებიდან, პროფ. იოსებ სტალა, ვიცე რექტორი საერთაშორისო ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, იოვან ბაკი სამეცნიერო კვლევითი და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის უფროსი და პროფ ელჟბეტა ოსევსკა, თეოლოგიის დოქტორი.
ერთი კვირის განმავლობაში (13-22 მაისი 2019 წელი) კრაკოველმა კოლეგებმა შეხვედრები გამართეს საბაუნის ადმინისტრაციასთან, რექტორთან, ვიცე რექტორთან, ფაკულტეტების დეკანებთან და ცალკეული სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც შეაფასეს არსებული თანამშრომლობა, გამოწვევები, განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლო გზები.
„ერასმუს+ არის საუკეთესო საშუალება ახალი კონტაქტების შესაძენად აკადემიურ სფეროში მოღვაწე პერსონალთან, ახალი იდეებისა და პერსპექტივების განსახილველად“ - განაცხადა იოსებ სტალამ შეხევდრის დროს და დაგვპირდა სრულ მხარდაჭერას და თანადგომას სამომავლო თანამშრომლობაში.
ვიზიტი ფარგლებში პროფ. ელჟბეტა ოსევსკამ ჩაატარა საჯარო ლექცია საბაუნის სტუდენტებისათვის.
საბაუნი კრაკოვის უნივერსიტეტთან წლებია თანამშრომლობს, როგორც ერასმუს+ ით, ასევე ერთობლივი პროექტების ფარგლებში. 2018 წელს კრაკოვის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შედგა პროექტი სტუდენტური კონფერენცია მიგრაციის შესახებ, რომლის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები იმყოფებოდნენ ერთკვირიანი ვიზიტით კრაკოვში და ასევე, პოლონელი სტუდენტები სტუმრობდნენ საბაუნის. კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები გამოიცა კრებული სახით ინგლისურ ენაზე.