
25ივლ,2023
კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორები საბაუნიში
24-25 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს იოანე პავლე მეორის სახელობის კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორები სტუმრობდნენ. პროფ. ვლადისლავ ზუზიაკისა და პროფ. იოანა მისონა ბირსკას ვიზიტი აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი Erasmus+ მობილობის ფარგლებში განხორციელდა და მოიცავდა საჯარო ლექციებს სტუდენტებისა და თავისუფალი დამსწრეებისთვის.
24 ივლისს პროფ. იოანა მისონა ბირსკამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ხვალინდელი დღის კომპეტენციები - რა უნდა ვასწავლოთ შვილებს?“, 25 ივლისს კი პროფ. ვლადისლავ ზუზიაკმა ისაუბრა თემაზე „რელიგიასა და პოლიტიკას შორის ინსტრუმენტული ალიანსების შესახებ“. შეხვედრები ინტერაქციულად, კითხვა-პასუხის რეჟიმითა და დისკუსიის თანხლებით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ საბაუნის სტუმრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს თეოლოგიის ფაკულტეტის დეკან - გოჩა ბარნოვთან და უნივერსიტეტის რექტორ - აკაკი ჭელიძესთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გეგმები სამომავლო თანამშრომლობის გასაძლიერებლად.