
17აპრ,2024
კურსი – ანტიდისკრიმინაციული სამართალი (9 მაისი – 14 ივნისი)
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ონლაინ კურსში, სახელწოდებით "ანტიდისკრიმინაციული სამართალი", რომელიც თანაორგანიზებულია სულხან-საბა ორბელიანის უნივერისტეტის სამართლის ფაკულტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერისტეტის ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრისა და შჩეცინის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის მიერ.
პროფესიონალი ლექტორებისა და ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო პანელის ხელმძღვანელობით, სტუდენტები შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ. პანელის მონაწილეები იქნებიან: საქართველოდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვენიიდან და ინდოეთიდან.
კურსი სრულად დაფინანსებულია და ჩატარდება ონლაინ. ის შექმნილია შეზღუდული რაოდენობის 25 მონაწილისთვის.
ენა: ინგლისური.
კურსი მოიცავს ინტენსიურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სესიებს, რომლებიც გაიმართება კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს (მხოლოდ 14 ივნისს ჩატარდება პარასკევ დღეს), 9 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით. თითოეული შეხვედრა გაგრძელდება 3 საათის განმავლობაში, 15:00 საათიდან 18:15 საათამდე, რაც მონაწილეებს ჩამოუყალიბებს თეორიულ და პრაქტიკულ საფუძველს ანტიდისკრიმინაციულ კანონში.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიღებული ცოდნისა და უნარების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ. ხარისხიანი განათლებისა და ლექტორებთან ურთიერთობის უზრუნველსაყოფად ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (2024 წლის 1 მაისამდე), რის შემდეგაც შერჩეული მონაწილეები მიიღებენ დამატებით ინსტრუქციებსა და დეტალურ ინფორმაციას.
არ გამოტოვოთ, საერთაშორისო გარემოში, პირადი და პროფესიული განვითარების ეს უნიკალური შესაძლებლობა.