08თებ,2024
ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები საზაფხულო სკოლებში მონაწილეობისათვის
ცხადდება საბუთების მიღება ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობისა და სახელმწიფო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- საზაფხულო სკოლების სააპლიკაციო ფორმა (ნახეთ ორგანიზატორი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე)
- CV
- სამოტივაციო წერილი
- მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადაიგზავნოს პირდაპირ საზაფხულო სკოლის ორგანიზატორ უნივერსიტეტთან. ეს უკანასკნელი აცნობებს აპლიკანტს სტიპენდიის კონკურსის შედეგების შესახებ.
2024 წელს დაგეგმილი საზაფხულო სკოლები.
აპლიკაციები მიიღება 2024 წლის 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.
ფინანსური ნაწილი
ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სააგენტო (VIAA) გამოყოფს 1 000 ევროს საზაფხულო სკოლაში მონაწილე თითოეული მონაწილისათვის. თანხას მიიღებს ორგანიზატორი უნივერსიტეტი, რომელიც თავის მხრივ გადაუნაწილებს მონაწილეს. სტიპენდია ფარავს საცხოვრებელს, კვების ხარჯებს, სკოლაში მონაწილეობის, კულტურული და სოციალური აქტივობების ხარჯებს.
აპლიკანტმა თვითონ უნდა დაფაროს მგზავრობის ხარჯები.
გადაწყვეტილებას მიიღებს VIAA ს შეფასების კომისია. ორგანიზატორი უნივერსიტეტი თავად აცნობებს აპლიკანტებს კონკურსის შედეგებს.