18მარ,2026
ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი საბაუნიში
მიმდინარე წლის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის სკოლის წარმომადგენელი, კონსტანტინ შოროხოვი სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში ფრანგი სტუმარი შეხვდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებს, აკადემიურ პერსონალს და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს.
შეხვედრებზე იმსჯელეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე.
კონსტანტინ შოროხოვმა, რომელიც ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამშრომლობის დირექტორია, ფრანგი სტუდენტების საქართველოში გამოგზავნის სურვილი და მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო დღეისათვის მიმზიდველი ადგილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
„ვფიქრობ, მობილობა იყო საინტერესო და ნაყოფიერი. პირადად შევხვდი კოლეგებს და გავეცანი სასწავლო პროცესს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში. ამ მობილობის შედეგად, შეიძლება კონკრეტულ შედეგებზე საუბარი: შევთანხმდით სტუდენტების გაცვლაზე ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით“ - კონსტანტინ შოროხოვი.
კონსტანტინ შოროხოვის ვიზიტი Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.