
06ოქტ,2016
ლიონის უნივერსიტეტის დელეგაცია საბაუნიში
2016 წლის 6 ოქტომბერს საბაუნის სტუმრობდა ლიონის უნივერსიტეტის დელეგაცია. საბაუნის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე ფრანგულმა დელეგაციამ მომავალი თანამშრომლობის ფორმებსა და გზებზე ისაუბრა, რის შემდეგაც გაიმართა სტუმრების შეხვედრა საბაუნის სტუდენტებთან. ლიონის უნივერსიტეტის დელეგაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
დელეგაციის წევრებმა რამდენიმე დღე გაატარეს საქართველოში. 7 ოქტომბერს, ფრანგმა სტუმრებმა საბაუნის ბიბლიოთეკაში გამართეს შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ ფრანგულენოვან საზოგადოებასთან, სადაც უნივერსიტეტის პრორექტორმა ისაუბრა თემაზე: „ფრანგული სეკულარიზმი, უცნობი სილამაზე“. შეხვედრაზე დასწრება შეეძლო ყველას, ვინც დაინტერესებულია ფრანგული ენით, ნასწავლი აქვს, იცის და უბრალოდ უყვარს ფრანგული.