12იან,2018
მარათონი "Business Solution"
2018 წლის 12 იანვარს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა უპრეცედენტო პროექტის - მარათონ "Business Solution"-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ღონისძიების ორგანიზატორი საბაუნის და ტუბიზნესისარიზმის ფაკულტეტი იყო. პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა იმუშავეს რეალურ ბიზნეს ქეისებზე, განიხილეს კომპანიებში არსებული პრობლემები და მოძებნეს მათი გადაჭრის გზები.
გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, რომელთაც გადაეცათ წამახალისებელი პრიზები და ფულადი ვაუჩერები. ამასთანავე, დაჯილოების ცერემონიას ესწრებოდნენ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის იყო: მოძრავი ფოტოების გადამღები მოწყობილოებების კომპანია"გიფერი", თხილის მწარმოებელი კომპანია "ქესქია", საქართველოს მენეჯერთა ასოციაცია, სამეწარმეო პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს წარმომადგენლობა და სხვა.
ღონისძების ფარგლებში აუდიტორიის წინაშე წარსდგა საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი თორნიკე დოლიშვილი, რომელიც "აწარმო საქართველოში"-ს 2017 წლის ერთ-ერთი გამარჯვებულია და უკვე საკუთარ ბიზნესს ფლობს.