25თებ,2022
მართლმადიდებლობა თანამედროვე ბალკანეთში და მისი პოლიტიკური ასპექტები
25 თებერვალს საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე ,,მართლმადიდებლობა თანამედროვე ბალკანეთში და მისი პოლიტიკური ასპექტები“, რომელსაც უძღვებოდა საბაუნის თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, თეოლოგიის მაგისტრი გურამ ლურსმანაშვილი. მომხსენებელმა ლექციის დროს მიმოიხილა შემდეგი საკითხები:
- ბალკანეთის ნახევარკუნძული და მართლმადიდებლობა
- რუმინეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩრდ. მაკედონიისა და მონტენეგროს ეკლესიათა პოლიტიკური ასპექტები
- რუსეთის ეკლესიის ინტერესები ბალკანეთზე
- კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და თანამედროვე ბალკანეთ
შეხვედრა ონლაინ ფორმატში, Google Hangout Meet გაიმართა და დასწრება თავისუფალი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის