
26ნოე,2021
მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2021 წლის 25 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის (IDS) ორგანიზებით ჩატარდა მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განვითარების კვლევებში თემაზე: ,,ტრანსფორმაცია განვითარებისთვის, განვითარება კეთილდღეობისთვის“.
კონფერენციაზე მთავარი მოხსენება წარადგინა პროფესორმა განდოლფო დომინიჩიმ, რომელიც გახლავთ ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის სამეცნიერო დირექტორი, პალერმოს უნივერსიტეტის (იტალია) ბიზნესის მენეჯმენტის პროფესორი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების - Kybernetes; International Journal of Electronic Marketing and Retailing; International Journal of Markets and Business Systems - რედაქტორი.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებზე ინფორმაციის გავლენის თაობაზე.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ და პრორექტორმა პროფესორმა დიმიტრი გეგენავამ.
პროფესორები და მკვლევრები 10 ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციებიდან მონაწილეობდნენ კონფერენციაში.
კონფერენციის მომხსენებლებმა კვლევის შედეგები წარადგინეს სამ სესიაზე:
- სოციალურ- ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები და ტრანსფორმაცია განვითარებისთვის;
- ბიზნესის ტრანსფორმაცია განვითარებისთვის;
- განათლების ტრანსფორმაცია განვითარებისთვის.
სესიებს მოდერაცია გაუწიეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თამთა მიქაბერიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა დიმიტრი კობახიძემ.
ღონისძიებას უძღვებოდება IDS-ის დირექტორი პროფესორი ნინო პაპაჩაშვილი.
იხილეთ კონფერენციის პროგრამა.
პუბლიკაციისთვის განვითარების კვლევების ჟურნალში (JDS) სტატიები მიიღება 25 დეკემბრამდე.
საკონტაქტო მეილი: ids@sabauni.edu.ge
გალერეა





