
26იან,2022
მე-6 საერთაშორისო თეოლოგიური კონფერენცია
საბაუნის თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მე-6 საერთაშორისო თეოლოგიური კონფერენცია გაიმართა.
სამეცნიერო კონფერენცია აქტუალურ თეოლოგიურ საკითხებს მიეძღვნა, როგორიცაა: საეკლესიო სამართლის, დოგმატური ღვთისმეტყველების, პატერიკული სწავლებებისა და ტრადიციის, ლიტურგიკული ღვთისმეტყველების, ქრისტიანული ხელოვნების, არქიტექტურისა და ეკლესიის ისტორიის მიმართულებით.
კონფერენციის მიზანი იყო თეოლოგიისა და მონათესავე დარგების სპეციალისტებისა და მეცნიერების გაერთიანება, აღნიშნულ სფეროში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა და მართებული წარმოდგენის შექმნა დამსწრე აუდიტორიისთვის.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ავსტრიის ქვეყნებიდან.
კონფერენციაში წარმოდგენილი ნაშრომები ჟურნალ "დიალოგში" დაიბეჭდება.
გალერეა




