16თებ,2024
მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“
2024 წლის 25-26 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი: “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", რომლის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება; სიმპოზიუმი ეძღვნება წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამეობის 400 წლისთავს.
დღის წესრიგი
წაკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ გამოიცემა კრებულის სახით.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური.
რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა ონლაინ ან ჩამოტვირთოთ.
მნიშვნელოვანი ვადები:
2024 წლის 10 აპრილი - სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა.
2024 წლის 20 მაისი - სტატიების გადმოგზავნის ბოლო ვადა.
სტატიების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე – conference@sabauni.edu.ge;
აუცილებელი მოთხოვნები:
მოხსენების რეგლამენტი - 12-15 წთ.
მოხსენების მოცულობა - 6-7 გვერდი
გვერდის ფორმატი - А4
გვერდის ველი - 2 სმ
შრიფტი: ქართული - sylfean
ზომა - 12
ინგლისური / იტალიური - Times New Roman,
ზომა - 12
ინტერვალი - 1 (Single)
აბზაცი - 1 სმ
სათაური (Bold) ზომა 14
ტექსტის სტრუქტურა:
- ავტორის გვარი, სახელი, აფილაცია, პირველ ხაზზე (Bold);
- ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14;
- მოკლე რეზიუმე ინგლისურ ენაზე;
- ციტირება და ბიბლიოგრაფია - ჩიკაგოს სტილით;
შენიშვნა: არალათინური შრიფტით დამოწმებული წყაროები ბიბლიოგრაფიაში მიუთითეთ რომანიზაციის წესის მიხედვით ტრანსლიტერირებული ფორმით. ტრანსლიტერაციის წესებს გაეცნობით ბმულზე.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია.