12ივნ,2026
მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი - „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში''
2026 წლის 3-4 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში რიგით მე-9 სამეცნიერო სიმპოზიუმს „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“ ვუმასპინძლეთ. წლევანდელი სიმპოზიუმი ეძღვნებოდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს და წარმოდგენილი მოხსენებების უმრავლესობა სწორედ ამ მოვლენას ეხებოდა.
სიმპოზიუმის პირველ დღეს დამსწრე საზოგადეობას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, მამა აკაკი ჭელიძე, უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინსიტრატორი კავკასიაში, მეუფე ჯუზეპე პაზოტო და წმ. საყდრის სადესპანოს დიპლომატიური მრჩეველი, მონსინიორ ალექსანდრ რაჰინია. მოგვიანებით, დამსწრეებს მიესალმა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
ორდღიანი სიმპოზიუმი ხუთ სესიად წარიმართა, სადაც მომხსენებლებმა განიხილეს კათოლიკურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სიახლეები სხვადასხვა პერსპექტივიდან, როგორც თეოლოგიური, ისტორიული, ლექსიკოგრაფიული, ბიბლიოგრაფიული და ასე შემდეგ.
სიმპოზიუმის განმავლობაში, ასევე გაიმართა რამდენიმე პროექტის წარდგენა, ერთ-ერთი იყო გორის სახელმწიფო განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს არქივში 2022-2026, რომელიც წარადგინა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა ზურაბ ზურაბაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი. ამავე სესიაში, ცნობილი ქართველი მხატვარის, ფელიქს ვარლამიშვილის (Félix Varla) შემოქმედებაზე ისაუბრა მხატვარის ძმისშვილმა. გარდა ამისა, გაიმართა ორი წიგნის, გასული წლის სიმპოზიუმის მოხსენებების კრებულისა და პროფესორ ნინო დობორჯგინიძის წიგნის „ რელიგირუ ინკულტურაციისა და ერთმორწმუნეობის მითის ისტორიისათვის XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“ პრეზენტაცია.
სიმპოზიუმს ონლაინ შემოუერთდა ვენის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორანტი, სოფო გოზალიშვილი, რომელმაც მოკლედ ისაუბრა უცხოეთში მყოფი ქართველი თეოლოგების მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს.
სიმპოზიუმი ყოველწლიურია და მიზნად ისახავს ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზებას.