
04ოქტ,2022
მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი განვითარების კვლევებში
ბიზნესისა და და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ჩატარდება მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი "მდგრადი განვითარება: ინიციატივები, გადაწყვეტილებები, ღონისძიებები კეთილდღეობის ზრდისთის".
კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში, ძირითად მოხსენებები გაიმართება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, მომხსენებლები ასევე ჩაერთვებიან ონლაინ.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მკვლევრებს მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტით.
- განვითარების და კეთილდღეობის ინტერდისციპლინური განხილვისთვის, რათა სტიმული მივცეთ კომპლექსური ხედვით ახალი ცოდნის შექმნას;
- ხელი შევუწყოთ ახალი ხედვის ჩამოყალიბებას განვითარების გზების საპოვნელად და საერთო ანგარიშით, კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა
ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს
კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური
კონფერენციაზე წაკითხული გამოქვეყნდება შემდეგ ჟურნალებში:
• განვითარების კვლევების ჟურნალი (ინგლ)
• ორბელიანი
• IDS კრებული
მნიშვნელოვანი თარიღები:
• 30 ოქტომბერი - აბსტრაქტის/ნაშრომის გაგზავნა;
• 5 ნოემბერი - მიღების შესახებ შეტყობინება;
• 10 ნოემბერი - რეგისტრაცია;
• 18 ნოემბერი - კონფერენცია;
• 1 დეკემბერი - ნაშრომის გაგზავნა პუბლიკაციისთვის.
საკონტაქტო ელ.ფოსტა: ids@sabauni.edu.ge