
13დეკ,2018
მემორანდუმი კიოლნის უნივერსიტეტთან
13 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და კიოლნის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას და ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერონალის გაცვლით პროგრამებს, სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში თანამშრომლობას.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორის ჰანს-გიუნტერ ლინდნერის წიგნის - Values of Georgia პრეზენტაცია, სადაც ავტორმა დეტალურად ისაუბრა წიგნის იდეის წარმოშობისა და ზოგადად ქართული ღირებულებების შესახებ.
აღნიშნულ ღონისძიებას წინ უძღოდა პროფესორ ლინდნერის მიერ შეთავაზებული 1 კვირიანი ინტენსიური სასწავლო კურსი ,,კონსალტინგი და საინფორმაციო სისტემები ბიზნესში", საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
გალერეა


