
27იან,2021
მობილობა 2021
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გაზაფხულის სემესტრში მობილობით გადმომსვლელ სტუდენტებს სთავაზობს შემდეგი სახის შეთავაზებებს:
- დამატებით ერთი საგნის გავლის შესაძლებლობა (30 კრედიტს მიღმა, გაზაფხულზე შემოთავაზებული საგნებიდან);
- სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი;
- წლიური სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა;
- 20%-იანი ფასდაკლება ერთი წლის მანძილზე ახლადაშენებულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში შემოდგომიდან;
- სტუდენტურ სესხებზე საუნივერსიტეტო მხარდაჭერა და სესხის აღების შემთხვევაში მეორე წლიდან სწავლის საფასურზე 10 %იანი შეღავათის დადგენა;
შეგახსენებთ, მობილობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე. რეგისტრაციის ვადებია 28 იანვარი - 8 თებერვალი.
მობილობის შესახებ ვრცლად ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: