18იან,2024
მობილობა საბაუნიში
2023–2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე პირთა მობილობის წესით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
1 |
ბაკალავრიატი |
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
2 |
მაგისტრატურა |
საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
3 |
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
7 |
4 |
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
5 |
ბაკალავრიატი |
ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
6 |
მაგისტრატურა |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
7 |
მაგისტრატურა |
ადამიანური რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
8 |
ბაკალავრიატი |
საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
9 |
ბაკალავრიატი |
ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
20 |
10 |
ბაკალავრიატი |
სოციოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
11 |
ბაკალავრიატი |
პოლიტიკის მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
12 |
ბაკალავრიატი |
ინგლისური ფილოლოგია |
20 |
13 |
ბაკალავრიატი |
თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
14 |
მაგისტრატურა |
თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
მობილობის წესით ჩარიცხვის ვადები
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების (სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (2024 წლის 30 იანვრიდან - 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით 18.00 საათამდე)) რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით. საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება - 2024 წლის 12 თებერვლიდან - 15 თებერვლის ჩათვლით.
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების დადება - 2024 წლის 16 თებერვალი.
- მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 2024 წლის 19 თებერვალი.
მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია
დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით) 10:00 - დან 17:00 საათამდე, მისამართზე კ. ქუთათელაძის ქ. №3.
ა) სარეგისტრაციო განაცხადი (ივსება ადგილზე);
ბ) ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი.
გ) მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომისა და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) ასლი, დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
ე) ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD მატარებელზე);
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
ზ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში; სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში - აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის მითითება).
თ) ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტებისა და მიღებული შეფასებების მითითებით.
შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, ამ პუნქტის „ა-ვ“ პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, კრედიტების აღიარების პროცესში, დამატებით შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული გავლილი სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსების) წარმოდგენა.
მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ა) ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი. მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) დედანი;
ბ) შევსებული სპეციალური ანკეტა (სტუდენტს შეუძლია მიიღოს ანკეტა უნივერსიტეტში);
გ) სწავლის საფასურის დადგენილი წესით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტში ან ბმულზე: );
დ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - სტუდენტის პირადი საქმე (პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა);
ვ) მობილობის შედეგად სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან ამონაწერი.