11ივნ,2025
მრგვალი მაგიდა - ინკლუზიური განათლება
10 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის ფარგლებშიც კრაკოვის იოანე პავლე II-ის პონტიფიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა, ბატონმა გჟეგორზ გოდავამ და ქალბატონმა მონიკა პირჩაკ-პიეგამ მსმენელებს გაუზიარეს ინკლუზიური განათლების მიმართულებით პოლონური გამოცდილება.
შეხვედრაზე განხილული იყო:
- სპეციალური განათლება;
- ოჯახური განათლება;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უნივერსიტეტში ინტეგრაცია;
- შშმ პირების თერაპიასთან დაკავშირებული მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება
პოლონელი პროფესორები საქართველოში Erasmus+ KA171 აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით იმყოფებიან დაერთი კვირის განმავლობაში გამართავენ ლექციებსა და შეხვედრებს.