13ივნ,2023
მრგვალი მაგიდა „ევროკავშირის იმიგრაციის ჩარჩო: მესამე ქვეყნების მოქალაქეების პოზიცია“
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ევროკავშირის იმიგრაციის ჩარჩო: მესამე ქვეყნების მოქალაქეების პოზიცია“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა. შეხვედრის მოდერატორი იყო მიშელ რემი- კადისის უნივერსიტეტის პროფესორი.
ღონისძიება საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა პროფესორებმა ესპანეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ლიეტუვისა და პოლონეთის უნივერსიტეტებიდან მიიღეს. დისკუსიის ეტაპი დაიწყო ლუქსემბურგის სასამართლო გადაწყვეტილებით: „კომანი და სხვები იმიგრაციის გენერალური ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ“, რომელშიც განიმარტა ტერმინი „მეუღლე“ ევროკავშირის დირექტივასთან მიმართებით. შემდგომ მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის მოქალაქეების მიგრაციისას სხვა ქვეყნებში არსებული პოლიტიკა, განსხვავებული კანონმდებლობა და მიდგომები, იმსჯელეს ევროსასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზეც, რომლებიც ეხებოდა ადამიანის უფლებების დაცვასა და იმიგრაციის პოლიტიკას ევროკავშირში.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კვირეულს 2023 წლის 5-9 ივნისს უმასპინძლა.