
13ივნ,2025
NAWA სასწავლო გრანტი საბაუნის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისათვის
ცხადდება საბუთების მიღება საბაუნის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისათვის,
რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამაგისტრო საფეხურზე პოლონეთის უნივერსიტეტებში სწავლებით. პროექტი დაფინანსებულია აკადემიური გაცვლების პოლონეთის ეროვნული სააგენტოს NAWA-ს ქოლგის ფარგლებში არსებული BANACH NAWA პროგრამის მიერ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, სტუდენტებს, რომელთაც
არ აქვთ მაგისტრის ხარისხი (არცერთ დისციპლინაში)
არასოდეს მიუღიათ NAWA-ს სტიპენდია
აქვთ საკმარისი ცოდნა პოლონური B2 ანდ პოლონური ენის B2.
აპლიკანტებს საშუალება აქვთ ისწავლონ პოლონურ ან ინგლისურ ენებზე. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს სურს პოლონურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელება, უნდა ფლობდეს პოლონურ ენას მინიმუმ A2 დონეზე. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მოსამზადებელ კურსის დაფინანსებას.
საბაუნის სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამებზე
დაფინანსება:
ყოველთვიური სტიპენდია 2500 პოლონური ზლოტი (ერთი წლის მანძილზე)
სტუდენტი თავისუფლდება სწავლის გადასახადისაგან
ერთჯერადი მგზავრობის ღირებულება (2500 პოლონური ზლოტი)
საბუთების მიღება წარმოებს ელექტრონულად, 2025 წლის 27 ივნისამდე (15:00 ვარშავის დროით).
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
1. პასპორტის ასლი (დასკანერებული ვერსია)
2. ბაკალავრის დიპლომი დანართით. დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს
შეუძლიათ წარადგინონ საბუთი უნივერსიტეტიდან რომელიც დაადასტურებს სტუდენტის მიერ სწავლის გასრულებას.
დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას
a. აპლიკანტის სახელი და გვარი
b. უნივერსიტეტის დასახელება
c. ბაკალავრიატის პროგრამის სახელწოდება
d. ბაკალავრიატის დასრულების თარიღი (ან სავარაუდო/დაგეგმილი)
e. ბეჭედი
f. ინფორმაცია სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებების შესახებ
3. დოკუმეტი, რომელიც დაამოწმებს რომ აპლიკანტს დაწყებული აქვს პოლონურ
უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე რეგისტრაცია. ასეთი საბუთი
შეიძლება იყოს:
a. ოფიციალური მიღების წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან, ან
b. სხვა რაიმე ტიპის დოკუმენტი, მიმოწერა მიმღებ უნივერსიტეტთან,
შესაძლოა ეს იყოს რეგისტრაციის საფასურის გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტი, ან
c. მიმღებ უნივერსიტეტთან კომუნიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი,
დადებითი პასუხით
4. უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი
5. ვიდეო ფაილი, დაახლოებით 1-3 წუთის ხანგრძლივობის, სადაც სტუდენტი
წარადგენს საკუთარ თავს ინგლისურ ან პოლონურ ენაზე.
შერჩევის ეტაპებზე, კრიტერიუმებსა და სხვა დამატებით ინფორმაციას გაეცანით
ბმულზე.