04ივნ,2025
ოლომოუცის უნივერსიტეტის პერსონალი საბაუნიში
2025 წლის 27-31 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს სტუმრობდა პალაცკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დომინიკ ოპატრი და გრანტების მენეჯერი ივან დრაბეკი. ჩეხი სტუმრების ვიზიტი დაიგეგმა და განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში.
ვიზიტის დროს დომინიკ ოპატრი და ივან დრაბეკი შეხვდნენ თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გოჩა ბარნოვს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკუტელტეტის დეკანს, პროფესორ თამარ ქობულაძეს, უნივერსიტეტის კანცლერს ნათია შეყილაძეს და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, შორენა პარუნაშვილს.
შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე Erasmus+ ICM პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ მობილობებზე, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და გეგმებზე.
პროფესორებმა გოჩა ბარნოვმა და თამარ ქობულაძემ მადლობა გადაუხადეს სტუმრებს Erasmus+ KA171 პროექტის ფარგლებში საბაუნის სტუდენტების მასპინძლობისთვის და აღნიშნეს, რომ სტუდენტები განსაკუთრებით მადლიერები და კმაყოფილები ბრუნდებიან ხოლმე პალაცკის უნივერსიტეტში მობილობის შემდეგ.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუცში 2020-2021 აკადემიური წლიდან თანამშრომლობენ Erasmus+ KA171 სტუდენტების და პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში.