22ივნ,2025
ონლაინ ტრენინგ-კურსი „ხელოვნური ინტელექტი და საზოგადოება“
გრასის უნივერსიტეტი სთავაზობს ყველა მიმართულების სტუდენტებს ერთწლიან ონლაინ ტრენინგ კურსს „ხელოვნური ინტელექტი და საზოგადოება“. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი და ასევე, დამსწრე სტუდენტებს მიენიჭებათ 16 კრედიტი, რომლის აღიარება ნებაყოფლობითია (დამატებით კრედიტების სახით).
სწავლების ენა: ინგლისური ან გერმანული
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ონლაინ 2025 წლის 27 ივნისამდე ბმულზე.
ვრცლად ინფორმაციას პროგრამის შესახებ, გაეცანით ბმულზე.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, გადასახდელი შეიძლება იყოს მხოლოდ რეგისტრაციის საფასური 25 ევრომდე.