12მარ,2026
პაზმანი პეტერის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საიმონ შილვაში სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში უნგრელი პროფესორი შეხვდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფ. თამარ ქობულაძეს, დეკანის თანაშემწეს, ლია გელაშვილსა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, შორენა პარუნაშვილს.
უნგრელმა პროფესორმა ასევე ლექციები ჩაატარა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის. ლექციები ინტერაქციული ხასიათისა იყო და სტუდენტების ჩართულობით საინტერესოდ წარიმართა.
„სასწავლო მობილობით პირველად ვიყავი უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს ევროკავშირს მიღმა და ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე რეგიონთან დაკავშირებულ საკითხების შესახებ. კოლეგებთან საუბარში ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ ქვეყნებს ხომ ბევრი მსგავსება აქვს. საქართველოდან მიმაქვს ძალიან კარგი ემოციები, მოგონებები და შთაბეჭდილებები. ვიმედოვნებ რომ ჩვენს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიური და ფართო გახდება“-საიმონ შილვაში.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტი წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობენ სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლის მიმართულებით.