
31აგვ,2020
პირველკურსელების რეგისტრაცია იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ყველასთვის ცნობილია.
სრულყოფილი სტუდენტობისთვის აბიტურიენტებს მხოლოდ შიდა რეგისტრაციების გავლა დარჩათ, რომელიც საბაუნიში ხვალ, 1 სექტემბერს დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
საბუთების მიღება მიმდინარეობს ყოველ დღე, კვირის გარდა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათი - 10:00 საათიდან 15:00 საათამდე).
ადგილზე წარმოსადგენი დოკუმენტები:
- განცხადება რექტორის სახელზე (ფორმას სტუდენტი იღებს უნივერსიტეტში);
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტი შეგიძლიათ იხილოთ აქ);
- სრული/ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი და ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი დედნის წარმოდგენით;
- 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3X4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სახმედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა);
- შევსებული სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია, (ფორმაშეგიძლიათ მიიღოთ უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოთ);
- სხვა დოკუმენტი (თუ ასეთის წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ან/და მიმდინარე კანონმდებლობა).
გელოდებით !
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 42 22 42