
01ნოე,2021
პირველკურსელი სტუდენტების დაჯილდოება
2021 წლის 29 ოქტომბერს საბაუნის სამკითხველო დარბაზში შედგა პირველკურსელი სტუდენტების დაჯილდოება. სტუდენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი, საბაუნისაგან გადაეცათ პლანშეტები.
საჩუქრები გადაეცათ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, მარიამ მუხიაშვილსა და ნინო ყიფიანს (50-50%იანი გრანტი) და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტს - მარიამ ჩიხრაძეს (70%იანი გრანტი).
ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე საბაუნიმ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული ყველა პირველკურსელი გაათავისუფლა სწავლის საფასურისაგან, ხოლო გრანტის მფლობელი სტუდენტებისთვის გათვალისწინებული იყო ლეპტოპი (100% იანი გრანტი) და პლანშეტები.
გალერეა

