29აგვ,2024
პირველკურსელთა რეგისტრაცია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გილოცავთ ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას და მოუთმენლად ელის თქვენთან შეხვედრას!
ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სარეგისტრაციო განცხადება/სპეციალური ფორმა (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს), სარეგისტრაციო განცხადება არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში შეივსება მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის) ასლი დედნის წარმოდგენის პირობით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში-პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- 1 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3×4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD/DVD დისკზე);
- კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი დედნის წარმოდგენის პირობით;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედნის წარმოდგენის პირობით (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
- შევსებული სპეციალური ანკეტა (აბიტურიენტებს შეუძლიათ მიიღონ ანკეტის ფორმა უნივერსიტეტში);
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ სტუდენტი ისწავლის სრული/ნაწილობრივი თვითდაფინანსებით);
- განათლების მომსახურების ხელმოწერილი ხელშეკრულება (ხელშეკრულების შაბლონს აბიტურიენტი მიიღებს უნივერსიტეტში. თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, მასთან ერთად ხელშეკრულებას ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი).
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- საბუთების მიღება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით განხორციელდება;
- შესვენება - 13:00 საათიდან - 14:00 საათამდე.
წარმატებას გისურვებთ!