
30აგვ,2021
პირველკურსელთა რეგისტრაცია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ულოცავს ყველა სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!
პირველკურსელთა რეგისტრაცია უნივერსიტეტში დაიწყება 2021 წლის 6 სექტემბერს და გაგრძელდება 2021 წლის 16 სექტემბრამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ა) განცხადება რექტორის სახელზე; (შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან)
- ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი დედნის წარმოდგენით;
- გ) 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3×4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD/DVD დისკზე);
- დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დედანი და ასლი;
- ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
- ვ) შევსებული სპეციალური ანკეტა (აბიტურიენტებს შეუძლიათ მიიღონ ანკეტის ფორმა უნივერსიტეტში ან ჩამოტვირთეთ აქედან)
- ზ) სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები);
- თ) განათლების მომსახურების ხელმოწერილი ხელშეკრულება (ხელშეკრულების შაბლონს აბიტურიენტი მიიღებს უნივერსიტეტში. თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, მასთან ერთად ხელშეკრულებას ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი).
შენიშნვა: 2021-2022 სასწავლო წელს, პირველი და მეორე შემოხაზვებით, ასევე თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს არ მოეთხოვება სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს მისამართზე თბილისი, კ. ქუთათელაძის ქ. №3, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით შემდეგ საათებში: ორშაბათი - პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით, შაბათი 10:00 საათიდან 15:00 სააათის ჩათვლით.
ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია სტუდენტმა მოთხოვნილი დოკუმენტები გამოაგზავნოს საქართველოს ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი, 0186, კ.ქუთათელაძის ქ.3. დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, აუცილებელია მოგვწეროთ ელფოსტაზე (info@sabauni.edu.ge) და წინასწარ გვაცნობოთ.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს!