10ოქტ,2025
პირველკურსელთა წვეულება 2025
დაე, დაიწყოს თქვენი საუნივერსიტეტო ცხოვრების ახალი ეტაპი - სავსე ახალი გამოცდილებებით, შესაძლებლობებითა და წარმატებით!
16 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გიწვევთ Welcome Party-ზე, რომელიც სპეციალურად საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის პირველკურსელებისთვის იმართება.
საღამოს მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებენ გიორგი ცხადაძე და ბენდი 4+2, განსაკუთრებულ ენერგიას და მუხტს DJ დაამატებს.
მნიშვნელოვანი დეტალები:
- ღონისძიებაზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე;
- აუცილებელია თან იქონიოთ სპეციალური სამაჯური, რომლის ღირებულება შეადგენს 10 ლარს (ეს დაგვეხმარება მონაწილეთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრაში);
- სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახიდან ან მაღალმთიანი რეგიონიდან, თავისუფლდება გადასახადისგან (მოგვმართეთ ელ.ფოსტაზე: student.affairs@sabauni.edu.ge, წარმოგვიდგინეთ შესაბამისი საბუთი);
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგი რეკვიზიტებით:
- დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და Welcome party!
- მიმღები ბანკი: სს ''ბაზისბანკი''
- ბანკის კოდი: CBASGE22
- მიმღების დასახელება: ა/ა შპს ''სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი''
- IBAN:GE97BS0000000037536350
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 12:00 საათი
სამაჯურები გაიცემა 15 ოქტომბერს (მეოთხე სართული, ოთახი #402), 17:00 საათიდან 19:00 საათამდე.
ადგილმდებარეობა: ცისკარი (კუს ტბა)
დაწყების დრო: 19:00 საათი
გაითვალისწინეთ, რომ პირები, რომლებიც არ გაივლიან რეგისტრაციას ან არ ექნებათ სპეციალური სამაჯურები, ვერ დაესწრებიან ღონისძიებას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდით:
• student.affairs@sabauni.edu.ge
• (+995 32) 2 42 22 42/135
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!