
15ივნ,2021
პოლიტიკის მეცნიერების პროგრამა
საბაუნის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის უპირატესობებზე, პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დარბაიძე, გვესაუბრება
- თუ თქვენ გაინტერესებთ მეცნიერებისა და ხელოვნების პრაგმატული გამოყენებით იკვლიოთ, იცოდეთ და ახსნათ თუ: ვის მიერ, როდის და როგორ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფოში;
- თუ თქვენ გსურთ მოახდინოთ თქვენი ცოდნის ფოკუსირება როგორც სახელმწიფო მართვის თეორიაზე, ასევე პრაქტიკაზე ადგილობრივ, ეროვნულ, თუ საერთაშორისო დონეზე; ამ ყველაფრის შესასწავლად, თქვენ სწორედ პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა დაგეხმარებათ.
- პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამით თქვენ შეუერთდებით მეცნიერეთა აქტიურ გლობალურ საზოგადოებას, შეიძენთ გამოცდილებას და სპეციალიზებულ ცოდნას დისციპლინაში, რომელიც ანიჭებს კრეატიულობას და სიზუსტეს საზოგადოებების, კანონშემოქმედითი პროცესებისა და მთავრობების ფუნციონირების მეცნიერულ ანალიზს.
პოლიტიკის მეცნიერების ახალი პროგრამა მიზნად ისახავს მაღალი კომპეტენციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე კადრების მომზადებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ძლიერი ქართული სახელმწიფოს ფორმირების პროცესში. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ვიყოთ მუდმივარ ორიენტირებულები შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე, რათა მომავალში საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ შესაბამისი ხარისხის ცოდნა, კომპეტენცია და უნარები, იყვნენ მარტივად დასაქმებადი და კონკურენტუნარიანები არსებულ შრომით ბაზარზე.
პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის შემუშავება განხორციელდა დღევანდელი დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნათა შესაბამისად, რაც გუმისხმობს, რომ მომავალი სტუდენტები უნივერსიტეტში ღრმა თეორიული ცოდნის მიღებაზე ორიენტირებულ საგნებთან ერთად გაივლიან ისეთ საგნებს, რომლებიც მომავალ კურსდამთავრებულებს მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად მისცემთ საშუალებას ესმოდეთ მოლაპარაკების ტექნიკა, შეეძლოთ არგუმენტირებულად დაასაბუთონ საკუთარი იდეები, ჰქონდეთ სამუშაოს ანალიზის უნარი, აუდიტორიის დარწმუნების უნარი, იყვნენ პოლიტიკური ლიდერები და ხელმძღვანელები, იყვნენ შემოქმედებითები, ჩამოუყალიბდეთ შესაბამისი ორგანიზაციული კულტურა და ჰქონდეთ ცოდნის მართვის და გაზიარების უნარი, რაც უმნიშვნელოვანესია მომავალი პოლიტოლოგებისთვის.
რაც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას, უნივერსიტეტი ისწრაფვის ინტერნაციონალიზასაციისაკენ და საქართველოს საუნივერსიტეტო სივრციიდან სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ფართო თანამშრომლობა მსოფლიოს, მათ შორის ევროპის და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებთან, კერძოდ მსოფლიოს 16 ქვეყნის 40 უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. 2015 წლიდან უნივერსიტეტი აქტიურად ჩართულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა Erasmus+ რომელიც გულისმობს სტუდენტებისა და პერსონალის მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტებში.
პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის ერთ-ერთ სერიოზულ ძლიერ მხარეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საბაკალვრო პროგრამაში ჩართულია მაღალი კვალიფაკაციის მქონე აკადემიური პერსონალი, პროფესორ-მასწავლებლები, მკლევარები, ისინი პრაქტიკოსები არიან, აქვთ სწავლების მრავალწლიანი პრაქტიკა წამყვან უნივერსიტეტებში და ასევე სამეცნიერო მუშაობის სერიოზული პოტენციალით გამოირჩევიან, როგორც ეროვნულ, ასევე საერთშორისო დონეზე.
პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო სწავლების მთელი 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გაძლიერებული უცხო ენის სწავლებას, სტუდენტებს საშუალება ეძელვათ გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნა და საბოლოოდ სწავლება დაასრულონ პროფესიულ ინგლისურ ენაზე. გარდა ამისა, პროგრამა მოიცავს ინგლისურ ენოვან კომპონენტებს, როგორიცაა: ქალაქის პოლიტიკა, სამხრეთ კავკასია ახალ გეოპოლიტიკურ კონცეფციებში და ა.შ.
პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა ფოკუსირებას ახდენს კვლევითი უნარების ჩამოყალიბებაში სტუდენტებში. შესაბამისად, ისინი გაივლიან ისეთ საგნებს: როგორიცაა კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დისკუსიის ტექნიკა, სოციალური კვლევის მეთოდები, პოლიტიკის კვლევის მეთოდები, საბოლოდ კი სწავლას დაასრულებენ საბაკალვრო ნაშრომით.
უნივერსიტეტი მუდმივად ისწრაფვის და ხელს უწყობს სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა სახის სტუდენტური პროექტებში, კონფერენციებში, ხდება მათი სამეცნიერო სტატიების ბეჭდვა, გამოქვეყნება და სტიმულირება სამეცნიერო მუშაობის კუთხით.
პოლიტიკის მეცნიერება ეს ის დისციპლინაა, რომელიც საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების ფართო არეალით გამოირჩევა, რადგან პოლიტიკის მეცნიერება დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალობად რჩება ევროპულ ქვეყნებში. პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ ძლიერ მხარეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სტუდენტებს საშუალება აქვთ დამამთავრებელ კურსზე გაიარონ სასწავლო პრაქტიკა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებში, პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრო ორგანიზაციებში და ა.შ. შესაბამისად აღნიშნული პრაქტიკა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს შეიძინონ ის ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც წაადგებათ მათ იყვნენ კონკურენტუნარიანები და მარტივად დასაქმებადი. შესაბამისად აღნიშნული სპეციალობის კურსდამთავრებულთა დასაქმების ველი საკმაოდ ფართო შესაძლოა აღმოჩნდეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. კერძოდ, პოლიტიკის მეცნიერების კურსდამთავრებულები შესაძლოა დასაქმდნენ:
- ქვეყნის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში
- საჯარო ადმინისტრაციაში
- ადგილობრივ თვითმმართველობებში
- პოლიტიკურ პარტიებში
- მედიაში
- არასამთავრობო ორგანიზაციებში
- საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვ.