
09ივნ,2025
პირველადი გადაუდებელი დახმარება (Basic Life Support - BLS).
2025 წლის 27 მაისს, საერთაშორისო კონფერენციის – „სამედიცინო განათლების გამოწვევები 2025“ – ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა პრაქტიკული ვორქშოფი თემაზე: პირველადი გადაუდებელი დახმარება (Basic Life Support - BLS).
ვორქშოფი წარიმართა აშშ-ის გულ-სისხლძარღვთა ასოციაციის (AHA) სერტიფიცირებული ინსტრუქტორის, ნინო კასრაძის (MD, MPH, AHA BLS Instructor) ხელმძღვანელობით.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული იყო სპეციალური მულაჟები როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა მოდელით. მონაწილეებმა პრაქტიკულად შეისწავვლეს გადაუდებელი დახმარების ძირითადი უნარ-ჩვევები, მათ შორის:
- გულმკერდის კომპრესიის სწორად შესრულება
- პულსის შეფასების ტექნიკა
- სასიცოცხლო ნიშნების პირველადი შეფასება
- გადაუდებელ შემთხვევებში მოქმედების თანმიმდევრობა
ვორქშოფმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტუდენტების და მონაწილე პროფესიონალების პრაქტიკული უნარების გაღრმავებაში და მათი მზადყოფნის ამაღლებაში რეალურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის. აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი ნაბიჯია უნივერსიტეტის მიერ ხარისხიანი, პრაქტიკაზე ორიენტირებული სამედიცინო განათლების უზრუნველსაყოფად.
გალერეა
