20ნოე,2018
პროექტ STAR-ის შუალედური ანგარიში და პროფესიული განვითარების ცენტრის პრეზენტაცია
2018 წლის 20 ნოემბერს გაიმართა საბაუნიში ახლად დაფუძნებული პროფესიულიგანვითარების ცენტრის პრეზენტაცია, რომელიც Erasmus+ მეორე აქტივობის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავერესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის (STAR)“ ფარგლებში დაფუძნდა. პროექტის მენეჯერმა, შორენა პარუნაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პროექტის შუალედური ანგარიში: ძირითადი მიზნები, დღემდე შესრულებული საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. პროექტის მიზანია თანამედროვე სწავლების მეთოდების ცნობადობის გაზრდა და აქტიურად დანერგვა სასწავლო პროცესში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელშიც თამოყრილია საუკეთესო გამოცდილების მაგალითები სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, აქცენტი გაკეთებულია შემდეგ ხუთ მეთოდზე: პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), დავალებაზე დაფუძნებული სწავლება (TBL), აღმოჩენებზე დაფუძნებული სწავლება, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და სასწავლო კონტრაქტები. სწავლების თანამედროვე მეთოდებზე შემუშავებული ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე ( https://munispace.muni.cz/library/catalog/book/1014 ).
სახელმძღვანელო ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება თებერვლის ბოლოს. რაც შეეხება პროფესიული განვითარების ცენტრს, მისი მთავარი მიზანია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ყოველი სემესტრის დასაწყისში ფაკულტეტებთან თანამშრომლობით საბაუნის აკადემიური პერსონალი შეავსებს საჭიროებების განმსაზღვრელ კითხვარს, რომლის მიხედვით დადგინდება რა მიმართლების და თემატიკის ტრენინგები/სემინარები უნდა ჩაატაროს ცენტრმა. ამასთან, ცენტრის უმთავრების მიზანია პროექტის ფარგლებში შემუშავებული/თავმყროლი ინფორმაციის აკადემიურ პერსონალამდე მიტანა. შეხვედრის მეორე ნაწილში პროექტის მონაწილე, საბაუნის ასოცირებულმა პროფესორმა გვანცა აბდალაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოკლე პრეზენტაცია სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, სადაც მიმოიხილა ზოგადად არსებული მეთოდები, რომლებიც მეტ-ნაკლებად დაფუძნებულია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ასევე, ის სიახლეები, რომლებიც ამ სახელმძღვანელოშია თავმოყრილი.
პროექტი STAR უკვე ორი წელია მიმდინარეობს და 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება.