
25ივლ,2021
პროფ. გოჩა ბარნოვის ოფიციალური ვიზიტი საბერძნეთში
სულხან-საბა ორბელიანის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გოჩა ბარნოვი, პროფესორ კონსტანტინოს ათანაპულოსისა (Open University, UK) და მიტროპოლიტ პანტელეიმონის (Metropolitan of Veroia, Naoussa and Campania) ოფიციალური მიწვევით, 2021 წლის 2-8 ივლისს, საბერძნეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი გოჩა ბარნოვი დაესწრო ქალაქ ვერიაში (საბერძნ.) გამართულ კონფერენციას (,,ფილოკალია წმინდა გრიგოლ პალამას ფილოსოფიასა და თეოლოგიაში") და მოინახულა ათონის მთის ივერონისა და ვატოპედის მონასტრები. კონფერენციის გახსნის დღეს, პროფესორი გოჩა ბარნოვი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სახელით მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს და მათ წარმატებები უსურვა. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული კონფერენცია ყოველწიურია და მომავალ წელს მას კვიპროსი უმასპინძლებს. მონაწილეებთან რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ 2022 წლის კონფერენციის ორგანიზატორი ტრიმითუნტის სამიტროპოლიტოსთან (კვიპროსი) ერთად თბილისის სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტიც იქნება.
ფოტო: პროფესორი გოჩა ბარნოვი, მიტროპოლიტი პანტელეიმონი და საბაუნის ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ანდრეა ზახარიუ.