
24ოქტ,2022
პურის ფესტივალი
22 ოქტომბერს, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა და ლექტორებმა მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის „პურის ფესტივალში“. პურის ფესტივალი „ელკანას“ ინიციატივით 2010 წლიდან, უკვე მეოთხედ, იმართება ახალციხეში.
ფესტივალის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, სადაც სტუდენტებს ექნებათ საშუალება:
- დაამყარონ ახლო კომუნიკაცია აგროტურისტული მიმართულებით არსებულ ადგილობრივი სერვისის მომწოდებლებთან;
- მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში და დააგემოვნონ ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის პური, ადგილობრივი და ტრადიციული კერძები;
- დაათვალიერონ ეთნოგრაფიული ნაკეთობები;
- დაესწრონ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტებს;
- მიიღონ მონაწილეობა ცეკვისა და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასებში.
მონაწილე სტუდენტები ფესტივალის შემდგომ მოამზადებენ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი აგროტურისტული სერვისის მომწოდებლების ბაზას,
გადმოუგზავნიან საქართველოს ტურიზმის ასოციაციას, რომელიც მიეწოდება ასოციაციის წევრ 150 კომპანიას. შედეგად, სტუდენტები გაიღრმავებენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს აგროტურიზმის მიმართულებით და შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს როგორც ტურიზმის კერძო სექტორის, ასევე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის
ცნობადობის გაზრდისა და განვითარების მიმართულებით.