05აპრ,2022
პუტინის ომი საქართველოსა და უკრაინაში
29 მარტს, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით პანელური დისკუსია: "პუტინის ომი საქართველოსა და უკრაინაში: 2008-2022" გაიმართა. შეხვედრა რამდენიმე პანელად გაიმართა:
საქართველოს შესახებ პანელის მომხსენებლები იყვნენ:
- არინა თავაქარაშვილი - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
- ზაზა მიქელაძე - ორგანიზაცია “სოლიდარობის თემის” თანადამფუძნებელი
- ლია გელაშვილი - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
უკრაინის შესახებ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
- გიორგი ბუტიკაშვილი - რუსული ჰიბრიდული ომის მკვლევარი
- მარი ელიაძე - საბაუნის მოწვეული ლექტორი, მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
ორი ომის რელიგიური ასპექტის შესახებ პანელურ დისკუსიაში მოხსენებებით წარდგნენ:
- გოჩა ბარნოვი - პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
- გურამ ლურსმანაშვილი - თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თეოლოგიის მაგისტრი
დისკურიის მოდერატორი:
ირაკლი ჯავახიშვილი - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი
დისკუსიაზე გაანალიზდა პუტინის რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომები, მათ შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები, გაივლო პარალელები 2008 და 2022 წლებს შორის.