
20დეკ,2022
Reparation for Damages. Polish-German Discursion in Light of Law and Ethic
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი გორაძე, საბაუნის დოქტორანტებთან სალომე წიკლაურთან და ნინო წიქორიძესთან ერთად მონაწილეობას იღებდა კონფერენციაში „Reparation for Damages. Polish-German Discursion in Light of Law and Ethic".
კონფერენციის შემდეგ ხელი მოეწერა სამართლისა და ადმინისტრირების ევროპულ სკოლასა და საბაუნის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას როგორც სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტების ადმინისტრაციის თანამშრომელთა გაცვლის, ისე ერთობლივი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.
კონფერენცია გაიმართა სამართლისა და ადმინისტრირების ევროპულ სკოლაში (ვარშავა, პოლონეთი).