
28მაი,2024
რეზო კორინთელმა საბაუნიში საჯარო ლექცია ჩაატარა
27 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „აგრესია და თვითრეალიზაცია“.
ლექცია ჩაატარა ფსიქიატრმა, რეზო კორინთელმა - პროფესორი, ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის საპატიო წევრი, საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი.
შეხვედრაზე განიხილეს აგრესიის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა და ხაზი გაესვა აგრესიული ენერგიის უმართებულო გამოვლინების ზიანის მნიშვნელობას.
შეხვედრა საბაუნის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის, მარიამ გვენეტაძის ორგანიზებით ჩატარდა.